ერაყში ”ისალმური სახელმწიფოს” ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 17:05 | 18.04.2016
ნანახია: 1418

”ისალმური სახელმწიფოს” ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მოსულთან ახლოს მოკლეს. ამის შესახებ ერაყის ქურთისტანის უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი იუწყება.

მისი ინფორმაციით, ”ამერიკელი სამხედროებისა და ტერორიზმთან წინააღმდეგ მებრძოლი ქურთთა ძალების ერთობლივი სპეცოპერაციისას ”ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა”. განცხადებაში დასახელებულია ექსტრემისტების მეთაურის ვინაობაც - ის ავდ შაბიბ ალ-ჯაბურია, რომელიც ტერორისტებს შორის აბუ სეიფის სახელით იყო ცნობილი. არსებული ინფორმაციით ის ერაყის ჩრდილოეთ რაიონებში მოქმედი დაჯგუფების სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე