ტრანსგენდერი ციხეში ოთხი წლის განმავლობაში ორი ათასჯერ გააუპატიურეს

საქართველო, თბილისი - 14:35 | 18.04.2016
ნანახია: 1780

ავსტრალიაში ტრანგენდერმა კვისლენდის შტატის მამაკაცთა საყრობილედან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ის ორიათასჯერ გააუპატიურეს.

როგორც News.com.au წერს, მერი (ნამდვილი ვინაობა უცნობია) ავტომობილის გატაცებისთვის დააკავეს და სასჯელის მოსახდელად მამაკაცთა საპატიმროში გაგზავნეს. მისი ნაამბობის მიხედვით ის ციხეში მისვლისთანავე გააშიშვლეს და მალე მთელს ციხეს გააგებინეს, რომ ის ტრანსგენდერი იყო.

ყოფილი პატიმრის თქმით, მას ყოველდღე აუპატიურებდნენ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი. ზოგიერთი მას მფარველობას და დაცვას სექსის სანაცვლოდ სთავაზობდა. როდესაც მერი იმ ბლოკში გადაიყვანეს, სადაც დაუცველ პატიმრებს ათავსებედნენ, ძალადობა მაინც გრძელდებოდა. ციხეში ყოფნისას მერიმ სამჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ უშედეგოდ.

ციხეში მერის არ აძლევდნენ ჰორმონალური პრეპარატების მიღების საშუალებას, და უკვე რამდენიმე თვის შემდეგ მას წვერი ისევ ამოუვიდა.

უმეტეს შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბით ტრანსგენდერებს მამაკაცთა ციხეებში ათავსებენ, რაც მათვის სასჯელის ვადის ამოწურვამდე ჯოჯოხეთური ცხოვრების ტოლფასი ხდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე