„მაესტროს“ სადავო წილები გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება

საქართველო, თბილისი - 14:15 | 18.04.2016
ნანახია: 1605

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ სადავო წილები გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ისინი გია გაჩეჩილაძის კუთვნილი წილის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ არ დააკმაყოფილა.

ერთ-ერთ არგუმენტად კი მოსამართლემ ის გარემოება დაასახელა, რომ არ არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და არსებობს მხოლოდ წინარე ხელშეკრულება წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არ ნიშნავს, რომ წილი გასხვისებულია. მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე