ავღანელმა პოლიციელებმა ”თალიბანის” 12 მებრძოლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 18.04.2016
ნანახია: 2015

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 12 თალიბი გაანადგურეს.
TOLO News-ის ცნობით, გვიან ღამით თალიბები თავს დაესხნენ ქაჰარბოლაკის რაიონში პოლიციის პოსტს. ძალოვანებმა მებრძოლებს წინააღმდეგობა გაუწიოს და იერიში მოიგერიეს. შეტაკების შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა.

ავღანეთში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დაიძაბა. მოძრაობა ”თალიბანი”, რომელიც მანამდე ქვეყნის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე  დასახლებულ პუნქტებს აკონტროლებდა, მასშტაბური იერიში მსხვილ ქალაქებზეც მიიტანა. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე გაიზარდა ”ისლამური სახელმწიფოს” გავლენაც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე