ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 13:29 | 18.04.2016
ნანახია: 1966

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 18-24 აპრილს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 
კერძოდ, 18-20 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31°-მდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 22 აპრილს იქნება +10, +15° გრადუსი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. 
მისი ინფორმაციით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +21, +26 გრადუსამდე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე