საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ღონისძიებების ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 12:17 | 18.04.2016
ნანახია: 1292

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მდგრადი განვითარების მიზნებისშესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკუთარ გამოსვლაშიყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებული რეფორმების დღის წესრიგსა და ამ მიმართულებით უკვე არსებულ პროგრესზე.  მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ  გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში ორგანიზაციისწევრი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.

მიხეილ ჯანელიძე ასევე სიტყვით გამოვა  გაეროს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკული საშუალებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესიაზესაქართველო წელს პირველად მონაწილეობს. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფოსტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის პროცესზე.

ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება კოლეგა მინისტრებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 აპრილამდე გაგრძელდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე