მიხეილ მაჭავარიანი: ლარის კურსი კიდევ დაეცემა და ქვეყანაში ინმფლაციის პრობლემა დადგება

საქართველო, თბილისი - 14:46 | 21.09.2015
ნანახია: 2204

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ არის დიდი ალბათობა, ქვეყანაში ინფლაციის პროცესი დაიწყოს, ვინაიდან არანაირი ეკონომიკური ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს.

დეპუტატის ვარაუდით, არაა გამორიცხული ლარი 2.5 ნიშნულს გადაცდეს.

„ფაქტია, რომ ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებელი მთავრობაა, რომელმაც სრულიად უგუნური პოლიტიკა გაატარა, რის შემდეგადაც ექსპორტი 450 მილიონით შემცირდა, შემცირდა გადმორიცხვები და ეკონომიკური აქტივობაც.  

გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერში მთავრობაა დამნაშავე, პასუხისმგებლობა ქართუ და პროგრეს ბანკის გუნდს ეკისრება, რომელიც მთავრობამ შეკრიბა.

ვერ დამისახელებთ ვერცერთ ეკონომიკურ პარამეტრს, რომელიც ლარის გამყარებას ემსახურება. არანაირი ეკონომიკური ნიშანი, რომ ლარი დაიწყებს გამყარებას არ გვაქვს. შესაბამისად,  არის ალბათობა რომ ლარი 2,5 ის ნიშნულს გადასცილდება. ეს კი შექმნის პრობლემას როგორც ტარიფების კუთხით,  ასევე ფასებზეც.  სერიოზული პრობლემა იქნება იმფლაციის“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე