ხელვაჩაურში კიდევ ერთი სამრეწველო დანიშნულების ობიექტი ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 16:13 | 05.10.2015
ნანახია: 1875

ხელვაჩაურში კიდევ ერთი სამრეწველო დანიშნულების ობიექტი ამოქმედდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, 6 ოქტომბრისთვის ცანიშნულ აუქციონზე, ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში მდებარე 2 752,3 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 7 490 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს იმ პირობით ყიდის, თუ მისი ახალი მესაკუთრე ტერიტორიაზე სამრეწველო დანიშნულების ობიექტს ააშენებს. ობიექტის საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია. პირობების მიხედვით ინვესტორი ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 18 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე სამრეწველო დანიშნულების ობიექტი აამოქმედოს. ასევე პროექტის განხორციელებისათვის მინიმუმ 1,2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
 აუქციონის პირობების მიხედვით, სამრეწველო დანიშნულების ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში, საწარმოში საქართველოს მინიმუმ 20 მოქალაქის დასაქმება უნდა მოხდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე