,,სითი-პარკის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:12 | 18.04.2016
ნანახია: 1773

დღეს, 14:00 საათზე პარტია "თავისუფალი საქართველო“ ,,სითი-პარკის“ წინააღმდეგ აქციას გამართავს. აქციას ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავაც უერთდება.

"პარტია ,,თავისუფალი საქართველო“ და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა გააპროტესტებს ,,სითი-პარკის“ უკანონო ქმედებებს, ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ცნობად სახეებაც, სპორცმენებს, მსახიობებს, მომღერლებს თუ რიგით მოქალაქეებს, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში. სითი-პარკს უნდა აეკრძალოს ავტომობილების გადაყვანა საჯარიმო სადგომზე. ამასთან დაკავშირებით პარტიამ ჩაატარა რიგი ღონისძიებები და ასეულობით საჩივარი შეიტანა მერიის შესაბამის სამსახურში და მოიგო კიდეც სასამართლოში, ავტომფლობელებს დაუბრუნდათ უკან ჯარიმის საფასური", - აცხადებენ პარტიაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე