პრემიერ-მინისტრი და სტუდენტები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 16:00 | 17.04.2016
ნანახია: 1350

სტუდენტებისა და პრემიერ მინისტრის შეხვედრა დასრულდა. „აუდიტორია 115“-ის წევრები და გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.

პრემიერის ინფორმაციით, ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, სტუდენტები შექმნიან სამუშაო ჯგუფს და ამ ჯგუფთან პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. მოთხოვნები არის ძალიან საჭირო. მე ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიციები. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს. 
რაც შეეხება კონკრეტულად, ფორმებს, შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ. მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში. სამუშაო შეხვედრა შემდეგი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე და ა. შ. ასევე გვექნება საუბარი უნივერსიტეტებში მმართველობის ორგანოების სტრუქტურაზე და ყველა მტკივნეულ საკითხზე აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი, ზოგს ჩვენ მოვისმენთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე