პატრიარქი: კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში

საქართველო, თბილისი - 14:05 | 17.04.2016
ნანახია: 1466

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, იქადაგა და აღნიშნა, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში და ამას არ გრძნობს.

კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი მოახლოებული არს ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად განვწმინდოთ ჩვენი გონება. საოცარი არის ის, რომ ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი არის ის, რომ ცოდვა თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის“, - აღნიშნა ილია მეორემ.

მან მოუწოდა მრევლს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღირსეულად შეხვდნენ





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე