დავით ნარმანია ისნის რაიონში საგზაო სამუშაოებს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 13:36 | 17.04.2016
ნანახია: 1426

თბილისის მერი დავით ნარმანია ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. კაპიტალურად კეთდება მარტყოფის შესახვევი, განთიადისა და ბეღლეთის ქუჩები. ძველი, გაუვალი საფარის ნაცვლად, დაიგება ახალი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.

ადგილობრივების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დავით ნარმანია მათ სხვა  საკითხების მოგვარებასაც დაპირდა.  

დავით ნარმანია, ისნის რაიონის გამგებელ ვახტანგქ იზიყურაშვილთან, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და გამგეობის სხვა თანამშრომლებთან ერთად მრევლიშვილის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.  

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე რამდენიმე ათეული წელია საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა.

„ისნის რაიონში ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ საჭიროებებს.  ასევე,  მიმდინარეობს იმ სამუშაოების მონიტორინგი, რომლებსაც რაიონული გამგეობა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება და ამით ადგილობრივი  მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება “,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე