უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია

საქართველო, თბილისი - 10:35 | 17.04.2016
ნანახია: 1484

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია. მთელი ღამის განმავლობაში სტუდენტები ადგილზე იმყოფებოდნენ. "აუდიტორია 115"-ის წევრებმა კი უნივერსიტეტის შესასვლელი კარები სხვადასხვა სახის ავეჯით გადაკეტეს. 

სტუდენტების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - თვითმართველობის გაუქმება, ოდეერების საკითხის შესწავლა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.

დღეს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია-კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ყველა ის ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე