შსს-მ აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:12 | 17.04.2016
ნანახია: 874

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გოგიტა შ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 91 შეკვრად დაფასოებული, 20,173 გრ მცენარეული მასა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. ასევე ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,05616 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე