ჯეიმს კემერონი ”ავატარის” კიდევ ოთხ სერიას გადაიღებს

საქართველო, თბილისი - 11:16 | 17.04.2016
ნანახია: 1718

ჯეიმს კემერონის ფილმის ”ავატარის” კიდევ ოთხი სერია გამოვა. რეჟისორის თქმით, ის თავდაპირველად ტრილოგიის გადაღებას აპირებდა, მაგრამ სასცენარო მასალა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით პლანეტა პანდორას ეპიკური საგის ახალ ოთხ სხვადასახვა ისტორიას გადაიღებენ.

მომავალი ფილმის გამოსვლა 2018 წლისთვის არის დაგეგმილი, შემდეგი სერიები კი შესაბამისად 2020, 2022 და 2023 წლებში გამოვა.

”ავატარის” პირველი ნაწილი მსოფლიო ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა და რეკორდული შემოსავლი - 2,7 მლრდ დოლარი მიიღო. ფილმი ”ოსკარის სამი პრემიის მფლობელია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე