„ახმეტელის თეატრი“ პრემიერისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 14:18 | 15.04.2016
ნანახია: 2229

22, 23 აპრილს - „ახმეტელის თეატრში“ პრემიერაა. თეატრი ვაჟა-ფშაველას უკვდავი ნაწარმოების  „სტუმარ-მასპინძელი“ სრულიად ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

ეს არის  ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური  ფორმებით გააზრებული დადგმა

რეჟისორი ირაკლი გოგია ევროპულ თეატრში უკვე კარგად დანერგილ და აპრობირებულ მულტიმედიურ გამომსახველობით საშუალებებს იყენებს. სპექტაკლის  მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება.

სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებული იქნება, რომელიც ქართული  ტრადიციული მუსიკის მოტივებზეა აგებული - მსახიობები ცოცხალად შეასრულებენ სიმღერას.

სპექტაკლი ეძღვნება ახმეტელის თეატრის დამაარსებელ ლერი პაქსაშვილის ხსოვნას, 1981 წელს „ახმეტელის თეატრი“ რეჟისორ  ლერი პაქსაშვილის მიერ ვაჟა ფშაველას „სტუმარ - მასპინძლის“  მიხედვით  დადგმული სპექტაკლით „ მთანი მაღალნი“ გაიხსნა.

რეჟისორი  - ირაკლი გოგია, მხატვარი  - ლაშა იაშვილი  ( ვენის სამხატვრო აკადემიის მაგისტრი) კოსტიუმების მხატვარი - მარიკა კვაჭაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი  - ზვიად ბერიაშვილი

მონაწილეობენ : ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა, გვანცა კანდელაკი, ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი

დასაწყისი: 19:00 საათზე





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე