ქართველი კალათბურთელი ეპანეთის ლიგის MVP-ის კანდიდატად დასახელდა - გიორგი შერმადინს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

საქართველო, თბილისი - 13:22 | 15.04.2016
ნანახია: 2202

„ანდორას“ ქართველი ცენტრის, გიორგი შერმადინის წარმატების შესახებ უკვე ყველამ იცის. ის ძალიან წარმატებულ და შედეგიან სეზონს ატარებს და „ანდორას“ გამორჩეული მოთამაშა. ქართველ სპორტსმენთან დაკავშირიებით სასიხარულო ამბავი გაჟღერადა. ორგზის ევროლიგის ჩემპიონი გიორგი შერმადინი, ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ს ტიტულის კანდიდატია. იმედია მას ისევე დავუდგებით გვერდით, როგორც რამდენიმე თვის წინ ზაზა ფაჩულიას.

გიორგი შერმადინისთვის ხმის მისაცმემად Twitter-ში,Facebook-ზე ან Instagram-ზე ესპანეთის ჩემპიონატის Liga Endesa-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გადასვლა და ბმულზე მითითებული ფოტოს კომენტარებში #‎MVPLigaEndesa-ს და სასურველი კალათბურთელის სახელისა და გვარის დაწერაა საჭირო. ქართველი კალათბურთელის მხარდასაჭერად კომენტარებში დაწერეთ:

#MVPLigaEndesa Giorgi Shermadini

ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ.

წარმატებას ვუსურვებთ გიორგის და გაითვალისწინეთ, რომ ესპანეთის LigaEndesa-ს MVP-ის ტიტული ძალიან დიდი წარმატებაა, არა მხოლოდ შერმადინისთვის არამედ ქართული კალათბურთისთვის!





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე