წულუკიანი: მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს თავმჯდომარისგან

საქართველო, თბილისი - 14:40 | 21.09.2015
ნანახია: 2093

„ინდივიდუალური მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი საკუთარი სასამართლოს თავმჯდომარისგან, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისში გამართულ რეგიონული სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლობა და შეეძლოთ დარჩნენ მიუკერძოებლები,

„ინდივიდუალური მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი საკუთარი სასამართლოს თავმჯდომარისგან, რათა დაცული იყოს თუნდაც მისი განსხვავებული აზრი, რაც რამდენიმე დღის წინ არ იქნა დაცული. განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლობა და შეეძლოთ დარჩნენ მიუკერძოებლები, ისე, რომ მათზე თავად მოსამართლეებმა არ განახორციელონ ზეწოლა," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე