ისრაელის ავიაიერიშს პალესტინელი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 05.10.2015
ნანახია: 1883

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე „ჰამასის“ ბაზაზე ავიაიერიში მიიტანა, რასაც პალესტინელი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

საპასუხო ზომები ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის მიერ ალ-აქსას მეჩეთთან მისასვლელი გზების გადაკეტვის გამო, ღაზის სექტორიდან ისრაელს ორი რაკეტა ესროლეს. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სპეცსამსახურებთან გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, კვირას იერუსალიმში მოქალაქეებზე მომხდარი თავდასხმის გამო, პალესტინელ მებრძოლთა სახლების განადგურებისა და ეჭვმიტანილთა სასამართლოს გარეშე დაპატიმრების განკარგულება გასცა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე