ხვალ, GEM FEST 2016-ის საზეიმო შეკრება-ივენთ-პრესკონფერენცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:57 | 14.04.2016
ნანახია: 2431

15 აპრილს, 19:30 საათზე დოდო აბაშიძის #10-ში(მარჯანიშვილზე, TBC ბანკის სათაო ოფისთან) GEM FEST 2016-ის საზეიმო შეკრება-ივენთ-პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ჰედლაინერები დაანონსება და  ლაინაფის 90% გახდება ცნობილი.

ასევე გაიმართება ახალი ვიდეოს პრეზენტაცია და GEM FEST 2016-ის ოფიციალური პარტნიორები დასახელდება.

ლაინაფის დაანონსებისთანავე მოიმატებს ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი. ღონისძიების მხარდამჭერია კომპანიები Sound Group და Visual Group.

15 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებაზე ფესტივალზე დასასწრებად მედია საშუალებების პირველადი რეგისტრაცია/აკრედიტაცია მოხდება.

 

.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე