Armani-ს ახალი სუნამო 4 ათას ევროდ გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 13:17 | 05.10.2015
ნანახია: 3593

იტალიურმა მოდის სახლმა Giorgio Armani-მ თავის 40-წლიანი იუბილის აღსანიშნავად არომატ Si-ს შეზღუდული სერია გამოუშვა. როგორც Fashionmag-ი იტყობინება, ფლაკონი მურანოს შუშისგანაა დამზადებული და დაფარულია ოქროს ფირფიტებით. მაღაზიებში ბრენდის სუნამო დეკემბერში გამოჩნდება. ერთი ფლაკონის ფასი 3,9 ათას ევროს შეადგენს.

Si Eau de Parfum Intense - ეს არის სანდალოზის ხის სურნელი ვანილის, მუქი ხისა და ქარვის შეფერილობით. შავი მოცხარის, ბერგამოტის, ფრეზიის, მანდარინისა და მაისის ვარდის აკორდი. სუნამოს ლიმიტირებული სერია -75 ფლაკონი დამზადდა, რომელიც Armani-ის სახლის დარსების თარიღს - 1975 წელს მიანიშნებს.            

Armani-ს ახალი არომატი აგვისტოს ბოლოს გამოუშვეს. სუნამოს რეკლამაში ავტსრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი მონაწილეობდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე