გიორგი ბარამიძე: სუს-ის უფროსს არაფერი აქვს სათქმელი

საქართველო, თბილისი - 13:55 | 13.04.2016
ნანახია: 1578

პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადებულ ვიზიტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაც მოძრაობას“ და უმრავლეოსობის წევრებს შორის ხმაური მოჰყვა.

გია ბარამიძემ გომელაურის საქციელს სამარცხვინო უწოდა და აღნიშა, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი, შესაბამისად ვერ გასცემს იმ კითხვებს პასუხს, რომელიც მასთან დეპუტატებს დაუგროვდათ.

"რატომ არ მოდის მეორე სასესიო კვირაა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტში. რატომ ვერ ახერხებს, მისი ხელმძღვანელი მოვიდეს და პასუხი გაგვცეს. იმიტომ ვერ ახერხებს, რომ სათქმელი არაფერი აქვს. სამარცხვინოა ეს. კანონით ევალება, რომ მოვიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს.

როცა ჩამოვიდა უმრავლესობამ კვორუმი ჩააგდო, 7 კაცი გავიდა პირველი კენჭის ყრის მერე. შემდეგ საერთოდ გავიდნენ და არ გაიარეს რეგისტრაცია, იმიტომ რომ არ აწყობდათ მისი მოსმენა უმრავლესობაში“- განაცხადა გია ბარამიძემ ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო მისი ანგარიში პარლმენტში არ შედგა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე