საფრანგეთში სავარაუდოდ კარავაჯოს დაკარგული ტილო იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:13 | 13.04.2016
ნანახია: 2046

საფრანგეთის სამხრეთით ქალაქ ტულუზაში აღმოაჩინეს ფერწერული ტილო, რომელიც შესაძლოა იტალიელ მხატვარს კარავაჯოს ეკუთვნოდეს.

ნახატი ტულუზაში ერთ-ერთი სახლის სხვენში იპოვეს და ექსპერტ ერიკ ტურკენს გადასცეს. ის ვარაუდობს, რომ ნახატი 1599 წლის ნამუშევრის ”ივდითისა და ოლოფერნის” ვერსიას წარმოადგენს და სავარაუდოდ კარავაჯომ ნახატი 1604-1605 წლებში შექმნა, როდესაც რომში ცხოვრობდა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნახატის გატანა 30 თვით აკრძალა, ვიდრე მისი ექსპერტიზა არ დასრულდება.

ტილო, რომელზეც გამოსახული ივდითი ნაბუქოდონოსორის მხედართმთავარს ოლოფერნს თავს კვეთს, მისი შექმნიდან 100 წლის შემდეგ დაიკარგა.

იმ შემთხვევაში თუ კი ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნახატი ნამდვილად კარავაჯოს ეკუთვნის მისი ღირებულება 135 მლნ დოლარზე მეტი იქნება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე