კახეთის რეგიონში 118 ათასი ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 05.10.2015
ნანახია: 1087

5 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 118 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 80 მლნ ლარს გადააჭარბა

4 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 4 346 ტ, რაც მიუთითებს, რომ ყურძნის გადამუშავება კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს რთველში მალე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ჩაერთვება.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 62 ათას ტონა, საფერავი - 41,2 ათას  ტონა, ასევე 2,8 ათასი ტონა  კახური მწვანე და 12,3 ათას ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,3 ათას ტონა, თელავი - 27,5 ათასი ტონა, ყვარელი - 21,2 ათასი ტონა, საგარეჯო - 8,1 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათას ტონა, ლაგოდეხი - 7,7 ათასი ტონა, ახმეტა - 4,1 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე