NDI: 61%-ს არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას

საქართველო, თბილისი - 12:03 | 13.04.2016
ნანახია: 1459

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას, 34% დადებითად პასუხობს, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი - 61%-ია, არ იცის 3%-მა. უარი პასუხზე 1%-მა თქვა.

2015 წლის აგვისტოს კვლევაში გადაწყვეტილი ამომრჩეველი 28% იყო, გადაუწყვეტელი 59%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელიშეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე