NDI: 69%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში

საქართველო, თბილისი - 11:41 | 13.04.2016
ნანახია: 1343

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, დაგიკავშირდათ თუ არა პარლამენტის წევრი ან მისი წარმომადგენელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რესპონდენტთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა - 97% უარყოფითად პასუხობს. დადებითი პასუხი მხოლოდ 2%-ს აქვს.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სწორი პასუხი რესპონდენტთა 31%-მა გასცა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე