NDI : "ქართული ოცნება" 31 %, ”ნაციონალური მოძრაობა” – 11 %

საქართველო, თბილისი - 11:37 | 13.04.2016
ნანახია: 1546

NDI - გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს

 ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, შედეგები ასე გადანაწილდა - კოალიცია „ქართული ოცნება - 31 პროცენტი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 11 პროცენტი;  არ ვიცი - 43 პროცენტი.

NDI -ის ინფორმაციით, გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%“.  

ამასთან, კვლევის პერიოდში განცხადებები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ კოალიციის წევრი პარტიების მიერ გაკეთებული არ ყოფილა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე