ნინო ბურჯანაძე: ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 13.04.2016
ნანახია: 1385

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ამბობს, რომ მას კვლევა არ სჭირდებოდა, რადგან ის მოსახლეობას ხვდება და პირადად იცის, რომ მოსახლეობაში მძიმე ფონია. ამის შესახებ ბურჯანაძემ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ის ქართული ოცნების წევრებს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს და აცხადებს, რომ "დღეს ხელისუფლება ფიქრობს და ზრუნავს მხოლოდ იმაზე, როგორ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა".

„ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. დღეს ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში. ილუზიებში ნუ იქნებიან, საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად ვერ აიღებენ. ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ, თუკი უბრალო უმრავლესობას მაინც აიღებენ,“ - აცხადებს  ბურჯანაძე.

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი არ ენდობა NDI-ის კვლევას. ამიტომ პარტიულ რეიტინგებს, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, სერიოზულად არ მიიჩნევს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე