ირმა ინაშვილი შიმშილობასა და მასიურ გამოსვლებს აანონსებს

საქართველო, თბილისი - 10:24 | 13.04.2016
ნანახია: 1271

 პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით ემუქრება. ინაშვილი საარჩევნო კანონის შეცვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობასა და მასიურ გამოსვლებს აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 „მე მინდა, დავაანონსო, რომ 16-17 აპრილიდან საპროტესო აქციების იმ კამპანიას დავიწყებთ, რომელიც საარჩევნო გარემოსთან იქნება დაკავშირებული. ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ვსაუბრობ. კარგად მომისმინოს ქართულმა ოცნებამ, შეცვალოს საარჩევნო გარემო, მიიღონ ცვლილებები, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. რა გავაკეთოთ, 200 კაცი დავჯდეთ საშიმშილოდ? მოვალთ ბატონო, არაა პრობლემა, მაგრამ აღარ ავდგებით ისე, სანამ თქვენ არ გადაგაყენებთ,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე