მანანა კობახიძე: NDI-მ ახლა რომ კვლევა აშშ-ში ჩაატაროს, შეიძლება იქაც იყონ უკმაყოფილოები

საქართველო, თბილისი - 10:22 | 13.04.2016
ნანახია: 1248

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე NDI-ს კვლევებს არ ენდობა. ამის შესახებ მან განცხადება გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება საპროგრამო დოკუმენტს ქმნიდეს. 

“მე არ ვთვლი, რომ NDI-ის კვლევა არის ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ უნდა ავეწყოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი საპროგრამო დოკუმენტი. ეს ასე არ არის. NDI-მ ახლა რომ კვლევა ჩაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ შეიძლება ასევე იყოს უკმაყოფილო ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ჰგონიათ, რომ მაგალითად, არალეგალების, მიგრანტების, მექსიკელების უფლებები არის დარღვეული. შეიძლება უკმაყოფილო ხალხი იქ იპოვოს ამ ორგანიზაციამ, საიდანაც არის ეს ინსტიტუტი მოქმედი. იგივე ევროპულ ქვეყნებში, თქვენ შეიძლება ბრიუსელის ქუჩებში რომ გაიაროთ და კითხოთ არის თუ არა უსაფრთხო მათთვის ბრიუსელში ცხოვრება, შეიძლება გიპასუხონ, რომ არა და საზოგადოებამ შეიძლება დაცულად თავი ვერც შუა პარიზში და ვერც შუა ევროპაში. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მოხვდა კრიმინალური ინდექსის მიხედვით ექვსეულში და დაცულ და უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. ნუ წარმოსახავთ ახლა სიტუაციას ისე, რომ ქვეყანაში არის უკუნი, ბნელი” - აცხადებს მანანა კობახიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე