გიგა ბოკერია: ამ ხელისუფლებამ ჩვენ მიგვიყვანა უფსკრულის ზღვარზე

საქართველო, თბილისი - 10:20 | 13.04.2016
ნანახია: 1344

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგა ბოკერია NDI-ის კვლევებზე არჩევანის პირდაპირ ეთერში საუბრობს. მისი თქმით, "ყველაფერი წავიდა უკან დიდი პროპორციებით და ამ უკანსვილის მიზეზი არის ხელისუფლების პოლიტიკა".

“მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ადამინები არათუ არ აღიარებენ იმას, რომ მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი, ძირითადად დაკავებული არიან თავის ქებით. უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენ გვახსოვს მძიმე წლები და, რომ შევადაროთ, ორჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაა ახლა.  ყველაფერი სარკისებურად პირიქით მიდის და ეს ადამიანები აგრძელებენ თავის ქებას. ყველაფერი წავიდა უკან ძალიან დიდი პროპორციებით და ამ უკანსვილის მიზეზი არის მათი პოლიტიკა. ამ ხელისუფლებამ ჩვენ მიგვიყვანა უფსკრულის ზღვარზე. ოქტომბერი არის ჩვენი ვალდებულება, რომ ამას წერტილი დაესვას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე