ბოკერია: შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ შევარდნაძის პერიოდთან, ვარდების რევოლუციის წინ

საქართველო, თბილისი - 10:19 | 13.04.2016
ნანახია: 1189

ნაციონალური მოძრაობი ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს და პარალელს ედუარდ შევარდნაძის პერიოდთან ავლებს. მისი განცხადებით, საკვანძო პერიოდი ოქტომბრის არჩევნებია, როდესაც ქვეყანა  ნორმალურ განვითარების გზაზე უნდა დადგეს.

ეს განცხადება გიგა ბოკერიამ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ეს ხალხი არიან ისინი, ვინც შეძლო, რომ დაეზიანებინათ მოწინააღმდეგეები, ოღონდ საკუთარი სუიციდის ხარჯზე. ეს ციფრები არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ შევარდნაძის პერიოდთან, ვარდების რევოლუციის წინ, ოღონდ ამჯერად საზოგადოება წინ წავიდა და არანაირი რევოლუცია არ უნდა იყოს. ამას წერტილი უნდა დავუსვათ დემოკრატიული არჩევნების გზით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე