აშშ უახლოესი ორი წლის განმავლობაში 100 ათას ლტოლვილს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 21.09.2015
ნანახია: 2283

აშშ მზად არის უახლოესი ორი წლის განმავლობაში თავის ტერიტორიაზე 100 ათასი ლტოლვილი მიიღოს. ამის შესახებ ამერიკის სახელმიწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2016 წელს 85 ათას, 2017 წლისთვის კი - 15 ათას ლტოლვილს მიიღებს.

კერის განცხადებით, მომავალში ლტოლვილთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუმცა პროგრამის დასაფინანსებლად კონგრესის თანხმობა გახდება საჭირო. წელს პროგრამის ღირებულება 1,1 მლრდ დოლარს შეადგენს.

როგორც ცნობილია, 10 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 10 ათასი სირიელი ლტოლვილის მიღების განკარგულება გასცა.

მანამდე 10 ათასამდე სირიელი და ერაყელი ლტოლვილის მიღების მზადყოფნა კანადამაც გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა მოიცვა ფართომასშატბურმა კრიზისმა, რომელიც ლტოლვილების უკონტროლო შედინებას უკავშირდება. ევროკავშირის მონაცემებით წლის დასაწყისიდან ევროკავშირის საზღვარი 500 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადალახა. გაეროს პროგნოზით ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უახლოესი ორი წლის განმავლობაში 850 ათასი მიგრანტი შევა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე