აჭარის მთავრობის სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს

საქართველო, თბილისი - 14:23 | 12.04.2016
ნანახია: 1488

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე 6 საკითხი განიხილეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ შპს „მაჭახელა 25“-ის და შპს „საქართველო“ - ს მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

ცვლილება ითვალისწინებს აღნიშნული კომპანიების გათავისუფლებას ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული ჯარიმისაგან, იმ პირობით, თუ შესრულებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის ა.რ ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ ისაუბრა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ფინანსურ მხარდაჭერას, მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.

განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია თავამაიშვილმა „სსიპ - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის #69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გააკეთა მოხსენება. დადგენილების პროექტით მოქმედ დებულებაში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, სსიპ - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორს, სხვა მუზეუმების მსგავსად ორი მოადგილე ეყოლება, მათ შორის ერთი - სამეურნეო დარგში,რაც მუზეუმის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით, დისკრეციის საფუძველზე მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილების საშუალებას იძლევა.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისათვის შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ განკარგულების პროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ეძლევა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „მონოლითური ბეტონის, ღორღის და სხვა სამშენებლო მასალების შეძენა“ სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან განახორციელოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე