ილსამისტებმა პალმირაში კიდევ ერთი ძეგლი ააფეთქეს

საქართველო, თბილისი - 10:19 | 05.10.2015
ნანახია: 1938

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ქალაქ პალმირაში ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს.

სირიის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაამუნ აბდულქარიმმა თაღის განადგურება დაადასტურა და ”როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ პალმირა ”ისლამური სახელმწიფოს” კონტროლქვეშ დარჩება, ქალაქი განადგურდებისთვის გაიწირება. მანამდე ისლამისტებმა პალმირას ტერირტორიაზე ორი ტაძარი ააფეთქეს. იუნესკომ უძველესი ძეგლების დაკარგვას მთელი კაცობრიობის ტრაგედია უწოდა.

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა პალმირაზე კონტროლი მაისი დაამყარეს.

პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი და მეორე საუკუნით დათარიღებული არქიტექტურის ძეგლები მდებარეობს. სირიის კონფლიქტის დაყწებამდე პალმირას წელიწადში 150 ათასზე მეტი ტურისტი სტუმრობდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე