მსახიობი ქალები, რომლებმაც მამაკაცთა როლები უბადლოდ განასახიერეს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 11.04.2016
ნანახია: 2891

 

ყოველ ჯერზე, როდესაც ფილმს ვუყურებთ, გვეძლევა შესაძლებლობა ახალ და ამავე დროს ჯადოსნურ და რეალისტურ სამყაროში გადავსახლდეთ. ამ სიამოვნებას მხოლოდ იმ ადამიანების წყალობით ვიღებთ, რომლებიც ფილმის შექმნაში მონაწილეობენ.

ჩვენი ემოციები კი ორმაგდება, როდესაც ქალი მსახიობები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს საოცარი ოსტატობით ანსახიერებენ. წარმოგიდგენთ სწორედ იმ მსახიობებს, რომლებმაც მამაკაცთა როლები ღირსეულად წარმოაჩინეს.

ლინდა ჰანტი (”სიცოცხლისთვის სახიფათო  წელი”, 1982)

ჰანტმა რეპორტიორ ბილი ქვანის როლი შეასრულა. ლინდას არამხოლოდ თმის შეჭრა და შეღებვა მოუწია, მან წონაშიც მოიმატა. ის პირველი ქალი მსახიობი გახდა, რომელსაც ”ოსკარის” პრემია მამაკაცის როლის შესრულებისთვის გადაეცა.

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

ბარბარა სტრეიზანდი (”იენტლი”, 1983)

ფილმის სცენარის მიხედვით ბარბარა სტრეიზანდი მამაკაცად იმისთვის გარდაისახება, რომ უნივერსიტეტში ჩააბაროს. ის თმას იჭრის და მამაკაცის კოსტიუმს იცვამს.

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

ტილდა სუინტონი (”ორლანდო”, 1992)

ფილმში ტილდა სუინტონი წითურთმიან ბიჭს თამაშობს. ასწლეულების განმავლობაში ის არ ბერდება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ქალად გაიღვიძებს.

Актрисы, которые сыграли мужчин

 

ვუპი გოლდბერგი (”კომპანიონი”, 1996)

ვუპი გოლდბერგმა არამხოლოდ მამაკაცი,მან თეთრკანიანი მამაკაცი განასახიერა. რთული წარმოსადგენია, თუ როგორი სამუშაოს ჩატარება დასჭირდათ გრიმიორებს. აღსანიშნავია, რომ გოლდბერგი თავს მამაკაც მსახიობს უწოდებდა. მისი თქმით, ბევრი როლი, რომელიც მან შეასრულა, მამაკაცებისთვის იყო დაწერილი.

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

გვინეთ პელტროუ (”შეყვარებული შექსპირი”, 1998)

პელტროუ ერთდროულად მამაკაცსაც თამაშობს და ქალსაც. მის გმირს ვიოლას მამაკაცის სახით აიყვანენ თეატრალურ დასში, სადაც მას სურს, რომ პიესაში ”რომეო და ჯულიეტა” მამაკაცის მთავარი როლი შეასრულოს. ეს ფილმი ”ოსკარის” პრემიაზე 1999 წელს იყო წარდგენილი.

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

ლინ კოლინზი (”ვენეციელი ვაჭარი”, 2004)

ლინ კოლინზს ფილმში სამართლიანი ახალგაზრდა მოსამართლის როლი ერგო.

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

ქეით ბლანშეტი (”მე იქ არ ვარ”, 2007)

ამ ფილმში ქეით ბლანშეტმა ჯუდ ქუინის პერსონაჟი წარმოადგინა. ის 60-იანი წლების ბობ დილანის სიმბოლოა, როდესაც ლეგენდარული მუსიკოსი თავისი დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ როლისთვის ბლანშეტს ”ოქროს გლობუსი” გადაეცა და ნომინირებული იყო ”ოსკარის” პრემიაზე.

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

ანჯელინა ჯოლი (”სოლტი”, 2010)

თავდაპირველად ფილმის სცენარი მამაკაცისთვის იყო დაწერილი. მოგვიანებით ის შეცვალეს და ჯაშუშის მთავარი როლი ანჯელინა ჯოლის ერგო. ფილმის ერთ-ერთ სცენაში მას მაინც მოუწია მამაკაცად გარდასახვა. ერთ-ერთ ინტერვიუში ანჯელინამ აღიარა, რომ ახალ იმიჯში თავისმა შვილმა მედოკსმაც კი ვერ იცნო.

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

გლენ კლოუზი (”იდუმალი ალბერტ ნობსი”, 2011)

გლენ კლოუზმა 1982 წელს შეასრულა ქალის როლი, რომელიც თეატრის სცენაზე მამაკაცად გარდაისახება. 20 წლის შემდეგ კი კლოუზმა ამავე ოფიციანტის ალბერტ ნობსის როლი დიდ ეკრანზე ითამაშა. ამ როლისთვის ის ”ოსკარზე” იყო ნომინირებული. 

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

სიუზან სარანდონი (”ღრუბლის ატლასი”, 2012)

სარანდონმა ამ ფილმში ერთდროულად ოთხი როლი შეასრულა. ერთ-ერთი მათგანი მეცნიერ იუსეფ სულეიმანის როლი იყო.

 

Актрисы, которые сыграли мужчин

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე