10 მაისს „A'STUDIO“ თბილისში კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 10.04.2016
ნანახია: 2329

3 წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი „A'STUDIO“ თბილისში კონცერტს გამართავს. „A'STUDIO“ საქართველოში ძალიან უყვართ, რადგანაც მისი ვოკალისტი ქართველი ქეთა თოფურიაა.

კონცერტი კომპანია „კონსპირასის“ ორგანიზებით, 10 მაისს 20:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ბილეთის ღირებულება კი 80 ლარიდან 150 ლარამდეა. ბილეთები უკვე იყიდება ვებპორტალზე - www.biletebi.ge-ზე (https://biletebi.ge/?id=22&ei=X215)

ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე ახალი და ძველი ჰიტებით წარდგება.

შეგახსენებთ, რომ „A'STUDIO“ არის ლეგენდარული კოლექტივი, რომელიც უკვე 28 წელია მოღვაწეობს რუსეთის ესტრადაზე. „A'STUDIO“  გამოირჩევა თავისი სტილით, მუსიკალური გემოვნებით და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით.
ჯგუფი „A'STUDIO“-ს წევრები არიან: ჯგუფის დამფუძნებლები ბაიგალი სერკებაევი (პროდიუსერი, კომპოზიტორი, კლავიშიანი ინსტრუმენტები) და ვლადიმერ მიკლოშიჩი (ბას-გიტარა), ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია (ვოკალი), ფიოდორ დოსუმოვი (გიტარა), ევგენი დოლსკი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

„A'STUDIO“-ს გამოშვებული აქვს 10-ზე მეტი სტუდიური ალბომი, მათ ეკუთვნით ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა "Джулия», «Ночь подруга», «Улетаю», "Папа, мама».
„A'STUDIO“ არაერთი მუსიკალური ჯილდოს და პრემიის მფლობელია: 2005 წ. მუსიკალური პრემიების «ოვაციისა» და «ოქროს გრამაფონის» გამარჯვებული ნომინაციაში «წლის სიმღერა», 2007 წ. რუსული MTV-ს დაჯილდოება ნომინაციაში «საუკეთესო ჟგუფი», 2010 და 2011 წწ. მუზ-ტვ-ს პრემიის დაჯილდოება «საუკეთესო ჯგუფი».




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე