ქართველი როკ-მუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 09.04.2016
ნანახია: 2209

ლეგენდარული ქართველი როკ-მუსიკოსი, ანსამბლ "ბერმუხას" დამაარსებელი და ხელმძღვანელი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა.

ანსამბლი "ბერმუხა" და ბაჩი ქიტიაშვილი ქართული ჰარდ როკისა და მძიმე მუსიკის პიონერებად მიიჩნევიან. მუსიკა, რომელსაც ისინი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ასრულებდნენ, საბჭოთა რეჟიმის მიერ იდევნებოდა. 80-იანებამდე ჯგუფს იატაკქვეშ უწევდა მოღვაწეობა. "ბერმუხა" დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მათ მუსიკას დღესაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ბაჩი ქიტიაშვილს მეოთხე სტადიის სიმსივნით იყო დაავადებული და საპატრიარქოს კლინიკაში მკურნალობდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე