გიგლა აგულაშვილი 9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის აპრილში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 08.04.2016
ნანახია: 1294

დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის  წინ,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად  9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის აპრილში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე