ყარაბაღში კონფლიქტის მხარეები ცხედრების მოძებნის მიზნით ცეცხლს შეწყვეტენ

საქართველო, თბილისი - 14:40 | 08.04.2016
ნანახია: 2050

აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღი შეთანხმდნენ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მოძებნის მიზნით დღის მეორე ნახევრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ მედიას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის წარმომადგენელმა განუცხადა.

”დღეს 15:00-დან 20:00 სთ-მდე შეთანხმების მიხედვით მთლიანდ შეწყდება ცეცხლი ფრონტის ხაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით”, - განუცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკმა მედიას. მისი თქმით, ეს აუცილებელია ყარაბაღისა და აზერბაიჯანის არმიის უგზოუკვლოდ დაკარგული და დაღუპული ჯარისკაცების მოსაძებნად.

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტროს პრეს-სამსახურშიც დაადასტურეს.

”ეუთოს ბაქოს ოფისისა და საერთაშორისო კომიტეტის წითელი ჯვრის შუამავლობით 8 აპრილს ბრძოლის ველზე დარჩენილი ორივე მხარის სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გატანა იგეგმება”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე