აზერბაიჯანის ელჩმა კიმ კარდაშიანს გაჩუმება სთხოვა

საქართველო, თბილისი - 12:53 | 08.04.2016
ნანახია: 1722

აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩმა ელინ სულეიმანოვმა ტელევარსკვალვს კიმ კარდაშიანს სთხოვა თავი დაანებოს სოციალურ ქსელში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ კომენტარების გაკეთებას. ის, რომ კარდაშიანის გამონათქვამები უადგილოა, ელჩმა Foreign Policy-თან ინტერვიუში განაცხადა.

სულეიმანოვის აზრით, კარდაშიანს არ უნდა გამოექვეყნებინა პოლიტიკური თემატიკის პოსტები, რადგან ის მოცემულ საკითხში არაკომპეტენტურია. ელჩი დარწმუნებულია, რომ ”ომისა და მშვიდობის საკითხები რეალითი-შოუს ვარსკვლავისთვის ზედმეტად სერიოზულია”.

”პირადად მე რეალითი-შოუს ძალიან ცუდი ვარსკვლავი ვიქნებოდი. ამიტომ ვცდილობ არ შევეხო იმ თემებს, რაც ჩემთვის უცნობია. დარწმუნებული არ ვარ, რომ კარდაშიანი სამხედრო ამ პოლიტიკური ანალიტიკოსი იყოს, ჩვენ ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც უკეთ გამოგვდის”, - აღნიშნა სულეიმანოვმა.

კარდაშიანმა Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარს სომხეთს უჭერს. პოსტმა 534 ათასი მოწონება და 133 ათასზე მეტი კომენტარი დაიმსახურა.

კომენტარებში ძირითადად აზერბაიჯანელები და სომხები ერთმანეთს უცენზურო გამონათქვამებით ამკობდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე