ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 08.04.2016
ნანახია: 1546

ტელეკომპანია „იმედი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისათვის” ამზადებდა და გადიოდა ეთერში, ვაცხადებთ, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე