”პანამის დოკუმენტებმა” მოდილიანის ცნიობილი ტილოს საიდუმლო გაშიფრეს

საქართველო, თბილისი - 11:17 | 08.04.2016
ნანახია: 1619

პანამის იურიდიული ფირმის Mossack Fonseca-ს დოკუმენტებმა შესაძლოა ნათელი მოფინოს იმ ფაქტს, თუ სინამდვილეში ვინ არის იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის ცნობილი ნახატის მფლობელი. 1918 წელს შექმნილი ფერწერული ტილო ”მჯდომარე მამაკაცი ხელჯოხით” 25 მლნ დოლარად არის შეფასებული და ის სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს.

ფერწერული ტილოებით მოვაჭრე ოსკარ შტეტინერის მემკვიდრე ნახატს ხელოვნების სამყაროში ცნობილ კოლექციონერს - ნაჰმადების ოჯახს ედავება.

ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი გილელ ნაჰმადი ნიუ-იორკის სამხატვრო გალერეის Helly Nahmad-ის მფლობელია.

როგორც სასამართლოში მოსარჩელემ განაცხადა, ეს ნახატი დღეს ოფიციალურად ინახება პანამაში დარეგისტრირებული კომპანიის International Art Center-ის მფლობელობაში.

”პანამის დოკუმენტები” კი მიუთითებს იმას, რომ კომპანია International Art Center-ს ნაჰმადების ოჯახის საკუთრებაა.

ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ოსკარ შტეტინერის ოჯახი ამტკიცებს, რომ სწორედ ის იყო ნახატის მფლობელი. შტეტინერმა თავისი კოლქეცია 1939 წელს პარიზში გერმანელების შესვლის შემდეგ დატოვა და თავად ქალაქიდან გაიქცა.

ნახატი ხელში ნაცისტებს ჩაუვარდა. ამის შემდეგ მოდილიანის ტილო ხელიდან ხელში გადადიოდა. 1944 წელს ის უცნობმა ამერიკელმა ჯარისკაცმა იყიდა.

1966 წელს კი ნახატი კომპანია International Art Center-მა ლონდონში აუქციონზე 3,2 მლნ დოლარდ შეიძინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე