ქალთა მოძრაობა და თათია სამხარაძე დღეს ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ

საქართველო, თბილისი - 10:26 | 08.04.2016
ნანახია: 2297

ქალთა მოძრაობის ინფორმაციით, დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე (რომლის ფსევდონიმიცაა „ტასო ბარნოვა“) და ქალთა მოძრაობა დღეს ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
„ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ქალზე სექსუალურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ, თუმცა აღნიშნული პრესკონფერენცია, რომელიც სექსუალური შევიწროების კონკრეტულ ფაქტს შეეხება, წარმოადგენს ამ თემაზე ღიად საუბრის პირველ პრეცედენტს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა კონტრაქტი შალვა რამიშვილთან. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამიშვილის გათავისუფლების მიზეზი "იმედის" ყოფილი თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროებაა“, - აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.
პრესკონფერენცია დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში 13:00 საათზე გაიმართება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე