ავღანეთში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 03.10.2015
ნანახია: 1991

ავღანეთის ქალაქ კუნდუზის საავადმყოფოს დაბომბვისას საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ცხრა თანამშრომელი დაიღუპა. და 30 დაშავდა ამის შესახებ ორგანიზაცია Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კუნდუზში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს მოძრაობა „თალიბანის“ წინააღმდეგ, რომლებმაც ქალაქი დაიკავეს. სამთავრობო ძალებს ჰაერიდან დახმარებას უწევს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები. ორგანიზიციის განცხადებით,

BBC-ის ინფორმაციით,  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ გამორიცხავენ, რომ ჰოსპიტალის დაბომბვა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს.

ალიანსის წარმომადგენელთა თქმით, დაწყებულია გამოძიება.

ქალაქში ბრძოლები მთელის კვირის განმავლობაში მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც კუნდუზი „თლიბანის“ მებრძოლებმა დაიკავეს. ავღანეთის სამთავრობო ჯარებმა შეძლეს ქალაქის უდიდესი ნაწილის დაბრუნება, თუმცა თალიბები წინააღმდეგობის გაწევას მაინც აგრძელებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე