ტომ კრუზი ბრიტანეთში საიენტოლოგიის დამაარსებლის მამულში დასახლებას აპირებს

საქართველო, თბილისი - 18:15 | 07.04.2016
ნანახია: 2054

ჰოლივუდის მსახიობმა ტომ კრუზმა გადაწყვიტა ბრიტანეთის მამულში გადასახლდეს, სადაც საინეტოლოგიური ეკლესიის დამფუძნებელი ლაფაიეტ ხაბარდი ცხოვრობდა.

როგორც Daily Mail-ი წერს, საუბარია სასექსის საგრაფოში ისტ-გრინსტედში მდებარე 40 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე და სენტ-ჰილის შენობაზე, სადაც ხაბარდი ცხოვრობდა. შენაძენის ფასი არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ სასახლის მოდერნიზაცია და რემონტი 16 მლნ დოლარი დაჯდა.

გამოცემის ცნობით, კრუზი ამავდროულად ყიდის თავის ბრიტანულ მდიდრულ სახლს, რომელიც 2006 წელს ყოფილ ცოლთან ქეთი ჰოლმსთან ქორწინების დროს შეიძინა.

ცნობილია, რომ ტომ კრუზი საიენტოლოგიური ეკლესიის მრევლია. გაზეთის ინფორმაციით, მას სურს ისტ-გრინსტედის სასახლე ამ ეკლესიის მიმდევრებისთვის ევროპის რელიგიურ ცენტრად აქციოს.

ზოგიერთი მონაცემებით, მსახიობმა მამულის კეთილმოსაწყობად მილიონობით დოლარი დახარჯა. გეგმის მიხედვით აქ უნდა გაკეთდეს სპორტული დარბაზი, ფეშენებელური რესტორანი და სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი.

საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებაა, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მწერალმა ლაფაიეტ ხაბარდმა შექმნა. ის როგორც რელიგია ოფიციალურად არის აღირებული აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ამ მიმდინარეობას დესტრუქციულ სექტად მიიჩნევს.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე