რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:44 | 03.10.2015
ნანახია: 2196

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტს, რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რომან ფიფია ჟურნალისტებთან საუბრობდა იმაზე, რომ არველაძეს დელეგატები ჩაკეტილი ჰყავს. 

ამ დროს მას შოთა არველაძე შეეპასუხა და უთხრა, რომ ცრუობს. 

მან ფიფია იმ ოთახშიც შეიყვანა, სადაც არველაძე და მისი მხარდამჭერი დელეგატები იმყოფებიან. 

არველაძის მხარდამჭერებმა ფიფიას მატყუარა უწოდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. 

ამ დროს კი ფიფიას დაცვა ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და მათ რომან ფიფიასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა.

მოგვიანებით შოთა არველაძეს უკვე კობიაშვილის ის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რომლებიც სასტუმროს წინ იმყოფებიან. 

ფეხბურთის პრეზიდენტის არჩევნები კი, რომელიც 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, ისევ არ დაწყებულა.  

დილიდან საარჩევნო დარბაზში ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე და სპორტის მინისტრი,  ტარიელ ხეჩიკაშვილი, იმყოფებიან, რომლებიც კობიაშვილის მხარდამჭერებად ითვლებიან.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე