პოლიციამ ჩარლი შინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 07.04.2016
ნანახია: 1644

ლოს-ანჯელესის პოლიციამ მსახიობ ჩარლი შინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მიზეზები არ ხმაურდება, თუმცა ამერიკული მედია გამოძიების დაწყების მიზეზად შინის მიმართ მისი ყოფილი საცოლის სკოტინ როსის ბრალდებებს ასახელებს.

გასული წლის დეკემბერში როსმა ჩარლი შინს სასამართლოში უჩივლა და ის ფიზიკურ ძალადობასა და მორალური ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.

ის ასევეამტკიცებს, რომ მსახიობმა, შიდსით დაავადების შესახებ მხოლოდ მასთნ სქესობრივი ცხოვრების შემდეგ განაცხაა.

ჩარლი შინის ცხოვრება სკანდალებით არის სავსე.

პრესა 2010 წელს შინისა და მისი მესამე ცოლის ბრუკ მიულერის განქორწინების მიზეზად ფიზიკურ ძალადობას განიხილავდა. ამის გარდა მას ალკჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო სერიალ ”ორნახევარი ადამიანის” დატოვებაც კი მოუწია.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე