იენს სტოლტენბერგი: მოსკოვი აგრესიულად იქცევა

საქართველო, თბილისი - 09:31 | 07.04.2016
ნანახია: 1444

მოსკოვი აგრესიულად იქცევა. ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების დასაშინებლად. ევროპაში საზღვრებს ცვლის, მოახდინა ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაცია.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ანალიტიკური ცენტრის Atlantic Council-ის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამის საპასუხოდ ნატო უფრო მობილიზებული და მომზადებული გახდა, მისი ძალები კი სამჯერ გაიზარდა.

ამასთან გენერალური მდივნის განცხადებით, თავდაცვითი პოტენციალის გაძლირებასა და პოლიტიკურ დიალოგს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს.

”მიმაჩნია, რომ დიალოგი - ეს არა სისუსტის გამოვლინებაა, არამედ ძლიერების. საბოლოო ჯამში რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენთან თანამშრომლბით მეტს მიიღებს, ვიდრე წინააღმდეგობით”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე