სირიაში ცნობილი კანიბალი-მებრძოლი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:21 | 06.04.2016
ნანახია: 1783

სირიაში ”ჯაბჰატ ან-ნუსრას” მებრძოლი აბუ საკარი მოკლეს. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს. მან სახელი იმით გაითქვა, რომ სამთვარობო არმიის ჯარისკაცი მოკლა და შემდეგ მისი გული შეჭამა..

შემაძრწუნებელი კადრების ამსახველი ვიდეო ინტერნეტით ვრცელდებოდა.

აბუ საკარის ავტოკოლონას ავიადარტყმები ლატაკიის პროვინციაში მიაყენეს. ზუსტად უცნობია ვინ გაანადგურა ისლამისტები - სამთავრობო არმიამ თუ მისმა კონკურენტმა დაჯგუფებებმა.

აბუ საკარი სამოქალაქო ომში თავისუფალი სირიის არმიის შემადგენლობაში იყო. მან თავისი რაზმი ”ომარ ალ ფარუკის თავისუფალი ბრიგადა” შექმნა და თავის თავს ზომიერ ოპოზიციონერს უწოდებდა.

2013 წელს საკარის სახელი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ვიდეოკამერების წინ სამთავრობო არმიის მოკლულ ჯარისკაცს გული და ღვიძლი ამოაჭრა და შეჭამა. ”ვფიცავ ალაჰის წინაშე, ჩვენ შევჭამთ თქვენს გულებსა და ღვიძლებს, თქვენ ასადის ძაღლი ჯარისკაცები ხართ”, - დაემუქრა საკარი ბაშარ ასადის მომხრეებს. ვიდეოჩანაწერმა დიდი აღშფოთება გამოიწვია სირიაში, თვით საკარის გარემოცვაშიც კი. საზოგადოების ზეწოლით ბაშარ ასადის ოპოზიციის ლიდერებმა საკარის სასამრთლოსთვის გადაცემის პირობა დადეს, მაგრამ მან თავის ბრიგადასთან ერთად ისლამისტების რიგებში გადასვლა მოასწრო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე